პრეს-ცენტრი

პრეს-ცენტრი

სანოფი ინარჩუნებს პარტნიორულ ურთიერთობებს ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილესთან. ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენს პროფესიულ და მეგობრულ კონტაქტებს მასმედიის წარმომადგენლებთან. ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან კორპორაციის ურთიერთობას საფუძვლად უდევს გახსნილობისა და პატიოსნების პრინციპი. ჩვენი საერთო ამოცანაა თანამედროვე მედიცინის ახალი შესაძლებლობების შესახებ ფართო მასების ინფორმირება.

მსოფლიოში სანოფის წარმატება და მრავალწლიანი გამოცდილება არ ტოვებს ჩვენი კორპორაციის საქმიანობას საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების მიღმა. თავის მხრივ, სანოფი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული მჭიდრო კონტაქტები სამეცნიერო და პროფესიულ ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის ორგანოებთან და პრესასთან. კორპორაცია მომავალშიც გეგმავს ფარმაცევტულ და სამედიცინო საზოგადოებებთან, ასევე მასმედიასთან თანამშრომლობის გაფართოებას. ყოველთვის მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა თქვენს კითხვაზე და წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია სანოფის საქმიანობის და ჩვენი პრეპარატების შესახებ. საზოგადოების წინაშე მწარმოებელი კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპი, რომელიც დღეს ასეთი პოპულარულია მსოფლიოში, იძენს პრაქტიკულ გამოყენებას საქართველოშიც. ახლო მომავალში სანოფის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აქტიური საგანმანათლო საქმიანობა. ამისათვის ჩვენს მიერ ტარდება პრეს-კონფერენციები და მრგვალი მაგიდები, რომლებიც ორიენტირებულია როგორც სპეციალიზირებულ მასმედიაზე, ასევე მკითხველთა ფართო წრეზე.

ოფიციალური შეტყობინებები
სანოფი: მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ პლაქვენილის შესახებ COVID-19-თან დაკავშირებით

განახლებული ინფორმაცია ინაქტივირებული, ანტირაბიული ვაქცინის (ვერორაბი) განზავებისა და შეყვანის წესის შესახებ