იურიდიული ცნობა



იურიდიული ცნობა

პირდაპირი ლინკების სექცია :
  1. ინტელექტუალური საკუთრება
  2. ინფორმაციის არსი
  3. ბმულები სხვა საიტებზე 
  4. ნომინატიური ინფორმაცია და სხვა სახის ინფორმაცია
  5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა 
  6. ვებ-გვერდზე დაშვება
  7. ინფორმაცია პროდუქციის შესახებ
  8. სამართლებრივი საფუძველი 
  9. იურიდიული ცნობა
  10. ფოტო კრედიტი

ინტელექტუალური საკუთრება

აღნიშნული საიტი წარმოადგენს სანოფი ჯგუფის საქართველოს წარმომადგენლობის (შემდგომში “სანოფი”) საკუთრებას, რომელიც წარმოადგენს სანოფის ჯგუფის ნაწილს. პრეზენტაციები და ნებისმიერი სხვა მასალა, სავაჭრო ნიშნების, ლოგოების და დომენის სახელწოდებების ჩათვლით, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sanofi.ge (შემდგომში - “საიტი”), დაცულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ყველა მოქმედი კანონით და წარმოადგენს სანოფისა თუ მისი შვილობილი კომპანიების საკუთრებას ან გამოიყენება მასზე მინიჭებული ნებართვის საფუძველზე.

დაუშვებელია აღნიშნული საიტიდან მასალის კოპირება, რეპროდუცირება, შეცვლა, ხელახლა გამოქვეყნება, ატვირთვა, ბოროტად გამოყენება, გადაგზავნა ან ნებისმიერი სახით, სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება სანოფის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა პრესის მიერ მისი გამოყენების შემთხვევებისა იმ პირობით, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება და სხვა საკუთრების უფლებები დაცული იქნება. მხოლოდ ნებადართული ასლები გამოიყენება პირადი, არაკომერციული, შიდა გამოყენებისათვის.

შემდეგი შენიშვნა მითითებული უნდა იყოს საიტის სრული ან ნაწილობრივი კონტენტის ყველა ასლზე: “COPYRIGHT – 2012 - 2017წ – სანოფი ჯგუფის საქართველოს წარმომადგენლობა - ყველა უფლება დაცულია“.

საიტის შესაქმნელი ან შემადგენელი ვიზუალური მასალის ოფიციალური გამოყენების რაიმე სახით არასათანადოდ გამოყენება ან შეცვლა დაუშვებელია. 

სანოფი ან მისი შვილობილი კომპანიები უფლებას იტოვებენ აწარმოონ სამართლებრივი მოქმედებები ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც დაარღვევს მის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას

გვერდის დასაწყისი

ინფორმაციის არსი

საიტზე განთავსებული ინფორმაცია, განსაკუთრებით ფინანსური (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც ინვესტიციების მოზიდვის საშუალება. ინფორმაცია არ უნდა ჩაითვალოს როგორც რაიმე სახის აგიტაცია ან საჯარო შეთავაზება, ასევე არ ჩაითვლება ინფორმაციად, თუ შეიცავს წინადადებას გამოწერის, შეძენის ან გარიგების დადების შესახებ სანოფის ან მისი შვილობილი კომპანიების აქციებზე ან სანოფიი მიერ გაცემულ ფასიან ქაღალდებზე. სანოფი ჯგუფი გაფრთხილებთ, რომ საიტზე განთავსებული ფინანსური ინფორმაციის განახლება რეგულარულად მიმდინარეობს (ფინანსური ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში).

გარკვეულ შემთხვევებში საიტზე შეიძლება განთავსებულ იქნას ექსპერტთა მოსაზრებები საიტზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ან ამონარიდები საგაზეთო სტატიებიდან. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი ექსპერტის ან გაზეთის მოსაზრებას და არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს სანოფის ჯგუფის მოსაზრებებს. აღნიშნული ექსპერტები არ წარმოადგენენ სანოფ-ავენტისის ჯგუფის მუშაკებს და არ ღებულობენ ანაზღაურებას სანოფისგან მათი მოსაზრებების გამოყენებასთან დაკავშირებით. სანოფი არ აგებს პასუხს აღნიშნულ მასალებში მოყვანილი ინფორმაციისა თუ მოსაზრებების სიზუსტესა თუ სისრულეზე. ექსპერტის რჩევა ასახავს მხოლოდ მის პირად შეხედულებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს სანოფის მოსაზრებად ან პასუხისმგებლობად.

გარდა ამისა, საიტზე შეიძლება მითითებულ იქნას ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სათანადო ფიზიკური მდგომარეობის, მედიცინის საკითხებისა და ადამიანის ცალკეული დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შესახებ. ამგვარი მონაცემები ემსახურება მხოლოდ ინფორმაციულ მიზნებს და არ განიხილება, როგორც თქვენი პირადი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. აქ მითითებული ინფორმაცია არ გამოიყენება დაავადებების ან ფიზიკური პრობლემების დიაგნოსტიკისათვის ან საიტზე წარმოდგენილი რომელიმე პრეპარატის დანიშვნის ან გამოყენების მიზნით. ყოველთვის მიმართეთ თქვენ პირად ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდის დასაწყისი

ბმულები სხვა საიტებზე

არც სანოფის და არც მის რომელიმე დამფუძნებელ კომპანიას  ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე მხარის საიტთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ შესაძლოა მიიღოთ დაშვება აღნიშნული ვებ-გვერდიდან. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა გავაკონტროლოთ აღნიშნული მესამე მხარეების საიტების შინაარსი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია სანოფისგან. ამასთანავე, ამ საიტიდან მესამე მხარის საიტზე ბმულის არსებობა არ გულისხმობს, რომ სანოფი რაიმე სახით ეთანხმება ამ საიტის შინაარს ან, უფრო მეტიც, იყენებს აღნიშნული შინაარსის ინფორმაციას.

გარდა ამისა, თქვენ ვალდებულებას იღებთ მიმართოთ ყველა აუცილებელ სიფრთხილის ზომას, რათა თავიდან აირიდოთ ვებ-გვერდის დაზიანება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დაცვით „ვირუსებისგან“, „ტროიანისგან“ ან სხვა “პარაზიტებისგან”.

გარე საიტებზე შეიძლება განთავსებული იყოს ჰიპერბმულები, რომელიც გზავნის ვებ-გვერდზე. ნებისმიერი ამგვარი ჰიპერბმულის განთავსება დაუშვებელია სანოფის სპეციალური წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში სანოფის არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული სახის გარე საიტებზე დაუშვებლობაზე, და სანოფი არ განიხილავს, არ აკონტროლებს, არ ადასტურებს და არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საიტების შინაარსზე, მასზე განთავსებულ რეკლამაზე, პროდუქციაზე ან ნებისმიერ სხვა მასალაზე.

გვერდის დასაწყისი

ნომინატიური ინფორმაცია და სხვა სახის ინფორმაცია

4.1 სანოფი არ გაუმჟღავნებს ნებისმიერ მესამე პირს ინფორმაციას თქვენს შესახებ, რომელიც თქვენ შესაძლოა აცნობეთ სანოფის ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მოცემული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ თქვენს მოთხოვნაზე ყველაზე ეფექტური გზით გაგცეთ პასუხი. 

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ დაშვება, შეცვალოთ, შეასწოროთ ან გამოითხოვოთ ნებისმიერი პირადი მონაცემი თქვენს შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამისათვის მხოლოდ გააგზავნეთ მოთხოვნა ფოსტით:

საფოსტო მისამართზე 
სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში 
საქართველო, თბილისი 0103 
მეტეხის ქ. #22
4.2 საიტი არ არის შექმნილი თქვენგან რაიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაციის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პერსონალური ინფორმაციის გამონაკლისების გათვალისწინებით, ინფორმაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი: დოკუმენტი, მონაცემი, გრაფიკული გამოსახულება, შეკითხვები, წინადადებები, კონცეფციები, შენიშვნები ან სხვა ფორმა – რასაც მიიღებთ საიტიდან, არ შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურ ინფორმაციად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის ასეთი ინფორმაციის გადაცემის მარტივი ფაქტი უფლებას გვაძლევს თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით გამოვიყენოთ, გავამრავლოთ, გავავრცელოთ ან შევცვალოთ აღნიშნული  მონაცემი.

 გვერდის დასაწყისი

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სანოფი მიმართავს ყველა ზომას საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტისა და განახლების უზრუნველსაყოფად, რომლის შინაარსიც კომპანიას უფლება აქვს შეცვალოს ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მიუხედავად ამისა, სანოფის არ შეუძლია სრული გარანტია გასცეს საიტზე მითითებული ინფორმაციის სარწმუნოებაზე, სიზუსტეზე, აქტუალურობაზე და სისრულეზე. აღნიშნულის შედეგად და პირდაპირი ზარალის გარდა, რომელიც წარმოიშვა სანოფის განზრახ ბრალეული მოქმედებებით ან უპასუხისმგებლობით, ამ უკანასკნელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა შემდეგზე:
  • რაიმე უზუსტობა ან გამოტოვება საიტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • რაიმე ზარალი, რომელიც წარმოიშვა მესამე მხარის უკანონო ჩარევის შედეგად, რამაც გამოიწვია საიტზე განთავსებული ინფორმაციის ან მასალის შეცვლა;
  • ზოგადად, რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზარალი, მიუხედავად მისი მიზეზისა, წარმოშობისა თუ შედეგებისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანოფი ინფორმირებული იყო ისეთი ზარალის წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მიყენებულია (i) საიტზე დაშვების ან დაშვების შეუძლებლობის შედეგად, (ii) საიტის გამოყენების შედეგად, ნებისმიერი დაზიანების ან ვირუსის ჩათვლით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კომპიუტერულ სისტემას ან სხვა პროდუქტებს, და/ან (iii) საიტის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ ნდობის შედეგად.
ამ საიტსა და სხვა საიტებზე განთავსებული ინფორმაცია, წარმოდგენილია „როგორც არის“, ნებისმიერი სახის როგორც პირდაპირ გამოხატული, ასევე ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე. სანოფი არ გთავაზობთ რაიმე პირდაპირ გამოხატულ ან ნაგულისხმევ გარანტიას, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიეკუთვნება მის გამოყენებას პროდუქციის მიმართ და სპეციალური მიზნების შესაბამისად.

გვერდის დასაწყისი

ვებ-გვერდზე დაშვება

თქვენ აღიარებთ, რომ (i) ტექნიკურად შეუძლებელია, საიტი არ შეიცავდეს რაიმე დეფექტს, ასევე აღიარებთ, რომ სანოფის არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით, (ii) დეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს საიტის მუშაობის დროებით შეჩერება, და რომ (iii) საიტის ფუნქციონირებაზე შესაძლოა არასასურველი მოქმედება მოახდინოს ვალდებულებების პირობებმა და შესრულებამ, რომლებიც არ ექვემდებარება სანოფის კონტროლს, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემთა გადაცემა ან სატელეკომუნიკაციო კავშირი სანოფისა და თქვენს შორის, ასევე სანოფისა და სხვა სისტემებსა და ქსელებს შორის.

სანოფის და/ან მის მიმწოდებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მუდმივად ან დროებით შეცვალონ ან შეაჩერონ მთლიანად საიტის ან მისი ნაწილის მუშაობა სარემონტო სამუშაოების განხორციელების და/ან მისი სრულყოფის და/ან შეცვლის მიზნით. სანოფის არ ეკისრება პასუხისმგებლობა საიტთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე ცვლილებაზე ან მუშაობის შეჩერებასა თუ შეფერხებაზე.

გვერდის დასაწყისი

ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიცავდეს მითითებებს სანოფის ჯგუფის პროდუქციასთან, პროგრამებსა თუ სერვისებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის წარმოდგენილი ან ხელმისაწვდომი გარკვეულ ქვეყნებსა თუ რეგიონებში, ან რომლებიც შემოთავაზებულნი არიან განსხვავებული სავაჭრო ნიშნით და ექვემდებარება განსხვავებულ მარეგულირებელ დებულებებსა და გამოყენების პირობებს ქვეყნის მიხედვით. აღნიშნული მითითებები არ გულისხმობს სანოფის ჯგუფის სურვილს გაყიდოს აღნიშნული პროდუქტები, პროგრამები თუ სერვისები თქვენს ქვეყანაში. გთხოვთ მიმართოთ სანოფის ჯგუფის ადგილობრივ წარმომადგენლობას იმ პროდუქტებთან, პროგრამებსა თუ სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია თქვენს რეგიონში / ქვეყანაში.

 გვერდის დასაწყისი

სამართლებრივი საფუძველი

საიტსა და მისი შინაარსს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.  ნებისმიერი შესაძლო სასამართლო პროცესი საიტსა და მის შინაარსთან დაკავშირებით ექვემდებარება განხილვას საქართველოს სასამართლო ორგანოებში.

გვერდის დასაწყისი

იურიდიული ცნობა

9.1 საიტის რედაქტორი
  • სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში
    საქართველო, თბილისი 0103 
    მეტეხის ქ. #22
9.2 გამომცემლობა დირექტორი
  • Marina GIORGOBIANI 
    გენერალური მენეჯერი
9.3 საიტის ჰოსტინგი
  • BT France SAS 
    Immeuble Jean Monnet - 11, place des Vosges - 92061 Paris La Défense Cedex - France
გვერდის დასაწყისი 

ფოტო კრედიტი
  • Eric Larrayadieu / Interlinks Image
გვერდის დასაწყისი 

განახლებული: 04 იანვარი 2018