ვაქცინები


Four kids are lying on the floor and smiling
SANOFI PASTEUR
ყოველწლიურად კომპანია სანოფი პასტერი  (Sanofi Pasteur) აწარმოებს  ვაქცინების 1 მილიარდზე მეტ დოზას
 
500 მილიონზე მეტი ადამიანის იმუნიზაციისთვის მთელ მსოფლიოში

ვაქცინები

ვაქცინების შექმნა, ინოვაციების ცხოვრებაში დანერგვით!

არცერთი მეცნიერული პროგრესი თუ ტექნიკური ინოვაცია არ შეიძლება შევადაროთ ვაქცინების გავლენას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაზე, სუფთა სასმელ წყალზე წვდომის გაზრდის გარდა. ამ დროისათვის არსებობს 16 სხვადახვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინაციის შედეგად მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად შესაძლებელია დაახლოებით სამი მილიონი სიცოცხლის გადარჩენა.

ვაქცინაციის შესახებ

ვაქცინაცია არის იმუნური სისტემის თავისებური სწავლება განსაზღვროს  ინფექციური გამომწვევები მათი ნეიტრალიზების მიზნით. როგორც ჩანს, ეს არის  იმუნური სისტემის მეხსიერების სტიმულირება, რათა მომავალში ამოიცნოს ვირუსები და ბაქტერიები.

დაავადების გამომწვევის ტიპის მიუხედავად, იქნება ეს ვირუსი თუ ბაქტერია, ვაქცინები მოქმედებენ ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი ძალების სტიმულირების გზით.

SANOFI PASTEUR-ის შესახებ

ამ დროისათვის, Sanofi Pasteur არის:

- მისი კვლევების სფეროს შესაბამისი მაღალი ხარისხის ვაქცინების პორტფელის მწარმოებელი, მათ შორის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, b ტიპის ჰემოფილური ინფექციების საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინები; ვირუსული ჰეპატიტი  B და სხვა. 

- პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინების მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებელი;

- თანამედროვე პედიატრიული კომბინირებული ვაქცინების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში;

- მსოფლიოში გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი: 2016 წელს წარმოებულია დაახლოებით 200 მილიონი დოზა.