ონკოლოგია


8 800 000
სიკვდილის მიზეზი 2015 წელს კიბო გახდა
70%
დაავადების შემთხვევების რიცხვის მოსალოდნელი ზრდა უახლოეს ორ ათწლეულში მსოფლიოში
100
კიბოს ტიპების რაოდენობის სავარაუდო ზრდა2

კიბო –  მსოფლიოში სიკვდილობის მეორე მიზეზი

ის, რომ კიბო წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილობის ერთ-ერთი ძირითად მიზეზს, ეჭვს არ იწვევს: 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მონაცემების თანახმად, 2015 წელს ის წარმოადგენდა 8,8 მილიონი სიკვდილის მიზეზს1.
კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ უახლოეს 20 წელიწადში ახალ დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 70%-ით გაიზრდება1.

ადრეული გამოვლენა1

ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილობის შემცირება შეიძლება მათი ადრეულ ეტაპებზე გამოვლენის და მკურნალობის გზით. არსებობს კიბოს ადრეული გამოვლენის ორი კომპონენტი.

- ადრეული დიაგნოსტიკა

კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევაში მაღალია დადებითი შედეგების ალბათობა ეფექტური მკურნალობის დროს, იზრდება გადარჩენის ალბათობა, მცირდება ავადობა და მკურნალობის ღირებულება. კიბოს ადრეული დიაგნოსტიკით და დროული დახმარებით შეიძლება ავადმყოფების ცხოვრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

- სკრინინგი

სკრინინგის მიზანია ადამიანებში ისეთი დარღვევების გამოვლენა, რომლითაც შეიძლება გარკვეული კიბოს დაავადებების ან კიბოს წინა პერიოდის დადგენა და მათი სწრაფად მიმართვა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. 
სკრინინგ-პროგრამების ეფექტურობა კიბოს გარკვეული ტიპების გამოვლენისას უზრუნველყოფილია მიზანმიმართული ტესტების გამოყენებით, მათი ეფექტური გამოყენებით სკრინინგის პროცესების სხვა ეტაპებთან და ხარისხის კონტროლთან შესაბამისობით.

სანოფის წვლილი2

სანოფი გახსნილია სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობისთვის. 
აკადემიურ კვლევით ორგანიზაციებთან, ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან და კიბოს დაავადებების სპეციალიზირებულ ცენტრებთან თანამშრომლობით სანოფი ასრულებს აქტიურ როლს კიბოსთან ეფექტური ბრძოლის თერაპიის ინოვაციებისა და უახლესი მეთოდების შემუშავებაში.


გამოყენებული ლიტერატურა: 1ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაhttp://www.who.int/mediacentre/factsheets/fs297/en/  2http://www.ncdc.ge/Default.aspx