გაფანტული სკლეროზი (გს)


2,5 მილიონ
ადამიანს აქვს გაფანტული სკლეროზი მსოფლიოში
2 - 3 ჯერ
უფრო ხშირად გვხვდება ქალებში
20 - 40
წლამდე ასაკში დაავადება უფრო ხშირად ვითარდება

გაფანტული სკლეროზის შესახებ2

გაფანტული სკლეროზი (გს) არის ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ახალგაზრდა აქტიურ პირებში (პირველი ნიშნები ვლინდება 20 - 40 წლის ასაკში), თან ახლავს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში იწვევს ინვალიდობას.

ამ დრომდე არ არის განსაზღვრული ძირითადი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს დაავადების განვითარების უშუალო მიზეზს. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰიპოთეზა გაფანტული სკლეროზის მულტიფაქტორული ხასიათის შესახებ, ე.ი. გარე და გენეტიკური ფაქტორების ზემოქმედება, რომელიც იწვევს ქრონიკული ანთებითი, დემიელინიზირებადი და ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარებას, შედეგად კი მიელინის დაშლას - შრის, რომელიც ფარავს და იცავს თავისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს.

როგორ ებრძვის სანოფი გაფანტულ სკლეროზს

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სანოფი ახორციელებს ახალი თერაპიული გადაწყვეტილებების შემუშავებას გაფანტული სკლეროზის მკურნალობასთან დაკავშირებით, რითაც მან თავი წარმოაჩინა ჯანდაცვის სფეროში საიმედო პარტნიორად. ამ წლების მანძილზე კომპანია სანოფის მიერ რეგისტრირებულია ორი ინოვაციური პრეპარატი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის, გარდა ამისა რამდენიმე თერაპიული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია.


გამოყენებული ლიტერატურა: 1ნ. დანზიგერი. ნევროლოგია. გამოცემა Med-Line, 2011, გვ.107 2http://www.sanofi.ru/l/ru/ru/layout.jsp?scat=2EE22C82-0178-40BB-A8AC-ED52BCFCCD26