შაქრიანი დიაბეტი


A young woman is sitting in the laboratory and making trials
დიაბეტის შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს 18 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 425 მილიონი ან 8,5% ცხოვრობს შდტ1.

შაქრიანი დიაბეტი (შდ) – ჯანდაცვის აქტუალური პრობლემაა

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის (შდტ 2) დაავადება და მისი გავრცელება იზრდება მსოფლიო მასშტაბით. შდ წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ აქტუალურ სამედიცინო-სოციალურ პრობლემას და შედის არაინფექციური დაავადების ოთხეულში, რომლითაც იღუპება მრავალი ადამიანი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს 18 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 425 მილიონი ან 8,5% ცხოვრობს შდტ1. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით 2017 წელს მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 425 მილიონს (8,8%) აქვს შდტ2. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევათა 90% შეადგენს ტიპი 2 დიაბეტს.

დიაბეტის შესახებ

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშვოს ინსულინის საკმარისი რაოდენობა (ტიპი 1) ან ეფექტურად გამოიყენოს ის (ტიპი 2), რაც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატებას, ე.წ. ჰიპერგლიკემიას. შაქრიანი დიაბეტი შეიძლება იწვევდეს სერიოზულ გართულებებს, გულისა და სისხლძარღვების, თვალის, თირკმელებისა და ნერვების დაზიანებით. შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიბრმავის, თირკმლის უკმარისობისა და ქვედა კიდურების ამპუტაციის ძირითად მიზეზს.

სანოფის როლი დიაბეტთან ბრძოლაში

შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის მიზნით ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება წარმოადგენს კომპანია სანოფის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სანოფმა განახორციელა  1 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტირება კვლევებსა და შემუშავებაში. 
სანოფს ეკუთვნის ინსულინების მწარმოებელი  უდიდესი საწარმოო ობიექტი მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს გერმანიაში ფრანქფურტის შემოგარენში.

კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობა

სანოფი აქტიურ მონაწილეობას იღებს მსოფლიოში სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივებში, ასევე თანამშრომლობს ჯანდაცვის ორგანოებთან დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაში.


გამოყენებული ლიტერატურა: 1WHO Diabetes Fact sheet Updated November 2017, http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs312/en/ last accessed 03.01.2018 2International Diabetes Federation. IDF Diabetes Atlas, 8th edn. Brussels, Belgium: International Diabetes Federation, 2017. http://www.diabetesatlas.org 3http://www.ncdc.ge/Default.aspx