მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა



"ჯანსაღი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის"

ბოლო წლებში ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის მართვის შესაძლებლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

სინამდვილეში “თავის მოვლა“ ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული არაინფექციური დაავადებების მომავალი გლობალური ეპიდემიის თავიდან აცილებაში. ურეცეპტო სტატუსი მქონე პრეპარატებისა და ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი პროდუქციის რაოდენობის გაზრდა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ჯანმრთელობა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევების შედეგები ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების მიმათ მომხმარებლის აღქმის შეცვლისა და მოხმარების საკითხზე აჩვენებს შემდეგს: 

  • ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატები საჭიროა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების სამკურნალოდ.
  • მომხმარებლები ენდობიან მათ.
  • მომხმარებლები, როგორც წესი, მათ იყენებენ სიფრთხილით და უსაფრთხოდ.
  • მომხმარებლები აფასებენ მათ ხელმისაწვდომობას.
  • მომხმარებელთა უმრავლესობას მიაჩნია ისინი ისევე ეფექტურად, როგორც რეცეპტით გასაცემი პრეპარატები.

ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების განყოფილების სამეცნიერო-საგანმანათლებო და პოპულარული პროექტები მიმართულია ექიმებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაზე საშიში კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, პულმონოლოგიური, ენდოკრინული დაავადებების საწყისი სიმპტომებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ, რომლებიც საწყის ეტაპზე სათანადო ყურადღების არ არსებობის პირობებში იწვევს ცხოვრების ხარისხის შემცირებას და საბოლოოდ ინვალიდობასაც კი.

მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა

სანოფის ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების  პორტფელი შეიცავს ერთ-ერთ წამყვან ჰეპატოპროტექტორს ესენციური ფოსფოლიპიდების ფუძეზე, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას, გუნება-განწყობის გაუმჯობესების და ისეთი სიმპტომების მოხსნით, როგორიცაა დაღლილობა, მადის დაქვეითება და სიმძიმე მარჯვენა ნეკნქვეშა არეში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესენციალე ფორტე ნ შესახებ

მაგნიუმი წარმოადგენს საბაზისო ელექტროლიტს, რომელიც მონაწილეობს ენერგეტიკულ, გაცვლით პროცესებში, მისი დეფიციტი ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის სერიოზულ დარღვევებთან, გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ სტატუსზე და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზეც კი. კომპანია სანოფის პორტფელში წარმოდგენილია პრეპარატი მაგნიუმი ფართო მტკიცებულებათა ბაზით, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება მაგნიუმის როლისა და მისი დეფიციტის პროფილაქტიკის ზომების შესახებ. 

პრობიოტიკი ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენას, რომელმაც განიცადა ცვლილება მიკრობული ფლორის სხვადასხვა ეტიოლოგიის დარღვევების პროცესში,  Bacillus clausii-ის მოქმედების შედეგად. გარდა ამისა, ვინაიდან Bacillus clausii-ს შეუძლია გამოიმუშაოს სხვადასხვა ვიტამინები, კერძოდ კი В ჯგუფის ვიტამინები, პრობიოტიკი ხელს უწყობს ორგანიზმში ზოგადად ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით გამოწვეული ვიტამინური დისბალანსის დარეგულირებას.

2016 წლის ივნისში ხელმოწერილი და წლის ბოლოსთვის დახურული კომპანია ბერინგერ ინგელჰაიმსა და სანოფს შორის არსებული სტრატეგიული გარიგების ფარგლებში კომპანია ბერინგერ ინგელჰაიმის ურეცეპტო პრეპარატების პორტფელი გადაეცა სანოფს. გარიგების წარმატებით დასრულება აღნიშნავს ახალ ეტაპს სანოფის ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატებისა და ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი პროდუქციის ბიზნესის განვითარებაში.

გაცივებისა და ხველის სამკურნალო პრეპარატების გაფართოებული პორტფელი ახლა უკვე მოიცავს როგორც ნატურალურ ხაზს სამკურნალო ბალახების ფუძეზე, ასევე ყველაზე ცნობილ სინთეთიკურ ხაზს ამბროქსოლის ფუძეზე. 

ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება და კომფორტი დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ექიმებთან, ისე პაციენტებთან.

სანოფის ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების შესახებ

მუდმივად ცვალებად სამყაროში მხოლოდ ჯანმრთელ მოსახლეობას შეუძლია ეფექტურად მიიღოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები და ყველაფერი იწყება პირადი ჯანმრთელობით. სანოფში ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საუკეთესო დამცველი თქვენ თავად ხართ. 

ამიტომ, ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ მსოფლიოს მოსახლეობა ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატებით, რომელიც შესაძლებელს გახდის საუკეთესო გზით მართოთ თქვენი ჯანმრთელობა. 

ჩვენთვის ადამიანები არიან იმ ყველაფრის ცენტრში, რასაც ვაკეთებთ მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციების შემუშავებით, ჩვენი კომპანიის ძირითადი ფასეულობების - პატივისცემის, სიმამაცის, ეთიკურობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე. 
ვმოძრაობთ წინ!