გულ-სისხლძარღვთა დაავადებები



გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს ჯანდაცვის გლობალურ პრობლემას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს. მხოლოდ 2012 წელს დაახლოებით 17,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რაც უტოლდება მსოფლიოში ყველა მიზეზით სიკვდილობის ერთ მესამედს. მათგან 7,4 მილიონი - გამოწვეული იყო გულის კორონარული დაავადებით, ხოლო 6,7 მილიონი - ინსულტით. 

დამტკიცებულია, რომ მოწევისთვის თავის დანებება, მარილის მოხმარების შემცირება, რეგულარული ფუზიკური აქტივობა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება, არტერიული წნევის და სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის შემცველობის კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების წილი ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა დაავადების 15.5%-ს, ხოლო ახალი შემთხვევები 8.6%-ს შეადგენს. ავადმყოფობათა ამ ჯგუფში მაღალი ავადობით და სიკვდილობით ხასიათდება ჰიპერტონული, იშემიური და ცერებროვასკულური დაავადებები. 2000-2016 წლებში საქართველოში აღინიშნა სისხლის მიმოქცევის დაავადებების პრევალენტობის ზრდის ტენდენცია.

ჰიპერტონული დაავადება

კარდიოვასკულური დაავადებების რეგისტრირებული შემთხვევების სტრუქტურაში 59.1% ჰიპერტენზიაზე მოდის (2016). არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის STEPS 2016-ის მონაცემებით, ჰიპერტენზია მოსახლეობის 37.7%-ში აღირიცხა; იგივე მაჩვენებელი 2010 წელს 33.4% იყო.

იშემიური დაავადება

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობათა რაოდენობის 18.8%-ს შეადგენს, მათ შორის სტენოკარდია – 6.8%; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი – 1.2% და სხვა მწვავე იშემიური ავადმყოფობები – 1.6%. 2016 წელს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დროული ჰოსპიტალიზაცია (ავადმყოფობის დაწყებიდან პირველ 24 საათში) შემთხვევათა 52.8%-ში განხორციელდა. 

ცერებროვასკულური დაავადება

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების სტრუქტურაში რიგით მესამე ადგილს იკავებს


გამოყენებული ლიტერატურა: 1ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs317/en/ 2ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება. ევროპის 2012 წლის სახელმძღვანელო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასთან დაკავშირებით კლინიკურ პრაქტიკაში. http://www.escardio.org/Guidelines-&-Education/Clinical-Practice-Guidelines/CVD-Prevention-in-clinical-practice- European-Guidelines-on. 3ბრიტანეთის გულის დაავადებებთან ბრძოლის ფონდი. ქოლესტერინის მაღალი დონე. https://www.bhf.org.uk/hearthealth/riskfactors/highcholesterol. 4სკირიკა მბ, ქენონი სპ. კარდიოლოგიის პაციენტის გვერდი. ქოლესტერინის მომატებული დონის მკურნალობა. ჟურნალი Circulation. ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაცია 2005;111: e360-e363. 5ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ფონდი. რა არის ჰიპერქოლესტერინემია? (საინფორმაციო მიმოხილვა).  http://thefhfoundation.org/about-fh/what-is-fh/. 6http://www.ncdc.ge/Default.aspx 7http://www.who.int/en/