ჩვენი მისიაა, ვიმოქმედოთ ჯანმრთელობის დასაცავად და დავაკმაყოფილოთ მსოფლიოს 7 მილიარდი ადამიანის პოტენციური მოთხოვნილებები ჯანმრთელობის დაცვაში.

ვაქცინები
არცერთი მეცნიერული პროგრესი თუ ტექნიკური ინოვაცია არ შეიძლება შევადაროთ ვაქცინების გავლენას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაზე, სუფთა სასმელ წყალზე წვდომის გაზრდის გარდა. ამ დროისათვის არსებობს 16 სხვადახვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინაციის შედეგად მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად შესაძლებელია დაახლოებით სამი მილიონი სიცოცხლის გადარჩენა.
ამ დროისათვის, Sanofi Pasteur არის თანამედროვე პედიატრიული კომბინირებული ვაქცინების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, b ტიპის ჰემოფილური ინფექციების საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინები, ვირუსული ჰეპატიტი B და სხვა.

შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშვოს ინსულინის საკმარისი რაოდენობა (ტიპი 1) ან ეფექტურად გამოიყენოს ის (ტიპი 2), რაც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატებას, ე.წ.
შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის მიზნით ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება წარმოადგენს კომპანია სანოფის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სანოფმა განახორციელა 1 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტირება კვლევებსა და შემუშავებაში. სანოფს ეკუთვნის ინსულინების მწარმოებელი უდიდესი საწარმოო ობიექტი მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს გერმანიაში ფრანქფურტის შემოგარენში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა გულისა და სისხლძარღვების დაავადებების ჯგუფი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს.

ონკოლოგია
ის, რომ კიბო წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილობის ერთ-ერთი ძირითად მიზეზს, ეჭვს არ იწვევს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მონაცემების თანახმად, 2015 წელს ის წარმოადგენდა 8,8 მილიონი სიკვდილის მიზეზს1.
კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ უახლოეს 20 წელიწადში ახალ დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 70%-ით გაიზრდება1.

იშვიათი დაავადებები
იშვიათი დაავადების მქონე პაციენტის ცხოვრების ხარისხი ძალზედ შეზღუდულია დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ჯანმრთელობის დამასუსტებელი დაავადების პროგრესირებადი თავისებურებების გამო. გარდა ამისა, პაციენტის პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმე შეიძლება ართულებდეს დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, რის გამოც დაავადებული ადამიანი შეიძლება თავს გრძნობდეს იზოლირებულად.
საბედნიეროდ, ბიოტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების შედეგად შემუშავებულია სპეციფიკური თერაპიული ზემოქმედების მრავალი ხელმისაწვდომი ვერსია.
წარმოადგენს რა ლიდერს ფერმენტების ჩანაცვლებად თერაპიაში, სანოფის პრიორიტეტული ამოცანაა იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ახალი თერაპიული გადაწყვეტილებების მოძიება და პოვნა.

გაფანტული სკლეროზი (გს)
გაფანტული სკლეროზი (გს) არის ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ახალგაზრდა აქტიურ პირებში (პირველი ნიშნები ვლინდება 20-40 წლის ასაკში), თან ახლავს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში იწვევს ინვალიდობას.
ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სანოფი ახორციელებს ახალი თერაპიული გადაწყვეტილებების შემუშავებას გაფანტული სკლეროზის მკურნალობასთან დაკავშირებით, რითაც მან თავი წარმოაჩინა ჯანდაცვის სფეროში საიმედო პარტნიორად.

რეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატები
“ჯანსაღი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“
ბოლო წლებში ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის მართვის შესაძლებლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
სინამდვილეში “თავის მოვლა“ ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული არაინფექციური დაავადებების მომავალი გლობალური ეპიდემიის თავიდან აცილებაში. ურეცეპტო სტატუსი მქონე პრეპარატებისა და ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი პროდუქციის რაოდენობის გაზრდა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ჯანმრთელობა.
სანოფში ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საუკეთესო დამცველი თქვენ თავად ხართ.
ამიტომ, ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ მსოფლიოს მოსახლეობა ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატებით, რომელიც შესაძლებელს გახდის საუკეთესო გზით მართოთ თქვენი ჯანმრთელობა.