სანოფი საქართველოში


Scientist pipetting samples in the lab
სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში ფუნქციონირებს 2005 წლიდან. მის მოვალეობაში შედის კომპანიის მედიკამენტების სახელმწიფო რეგისტრაცია ქვეყანაში და მათ შესახებ ექიმთა ინფორმირება. ჩვენი სპონსორობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება ადგილობრივი კონფერენციები დარგობრივი სამედიცინო ასოციაციებისა და საზოგადოებების მონაწილეობით. წარმომადგენლობის თანამშრომლები მუდმივად იკვლევენ ფარმაცევტულ ბაზარს, მედიკამენტების მოხმარების ტენდეციებს; მუშაობენ ფარმაეკონომიკისა და სოციალური ფარმაციის საკითხებზე.
სანოფის ბიზნეს-ქვედანაყოფი  სანოფი-პასტერი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერს ადამიანის ვაქცინების შემუშავებისა და წარმოების სფეროში.  კომპანიის ვაქცინების ფართო პორტფელი უზრუნველყოფს 16 ვირუსული და ბაქტერიული დაავადების პროფილაქტიკას. 
სანოფი ვაქცინების საშუალებით მიზნად ისახავს ადამიანების დაცვას ინფექციური დაავადებებისგან, ხოლო ჩვენი პრეპარატები ხელს უწყობს მრავალი დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქებას და იშვიათი და გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 
2011 წელს სანოფის შემადგენლობაში შევიდა სანოფი ჯენზაიმი, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს იშვიათი დაავადებებისა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატების შემუშავება.
A little girl is smiling and holding hand of a parent
კონტაქტი
სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში
მეტეხის ქ. 22 
0103, თბილისი, საქართველო 
ტელ: 
  +995 32 227 36 91 
  +995 32 227 36 92 
  +995 32 227 36 93 
მობ: 
+995 595 331336 
(ცხელი ხაზი 24სთ/7დღე)