ჩვენ შესახებ
ფარმაცევტული ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სანოფი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
- სამეცნიერო ნაწილი - მედიკამენტთა შექმნა და მათი კლინიკური კვლევა;
- ფარმაცევტული - დისტრიბუციასთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობა;
- მარკეტინგული - სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობების დაარსება, რომლებიც ადგილობრივად იცავენ კომპანიის ინტერესებს. ამ ინტერსეთა სფეროში მოექცა საქართველოც.
სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში ფუნქციონირებს 2005 წლიდან. მის მოვალეობაში შედის კომპანიის მედიკამენტების სახელმწიფო რეგისტრაცია ქვეყანაში და ამ წამლების შესახებ ექიმთა ინფორმირება. ჩვენი სპონსორობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა 500-ზე მეტი ადგილობრივი კონფერენცია დარგობრივი სამედიცინო ასოციაციებისა და საზოგადოებების მონაწილეობით. წარმომადგენლობის თანამშრომლები მუდმივად იკვლევენ ფარმაცევტულ ბაზარს, კონკრეტულ მედიკამენტებს, მათ ეფექტურობას, მოხმარების ტენდეციებს; მუშაობენ ფარმაეკონომიკისა და სოციალური ფარმაციის საკითხებზე.
განახლებული: 01 სექტემბერი 2012