სწრაფი ნავიგაციის მენიუ :

  1. შინაარსზე გადასვლა
  2. ძირითად მენიუზე გადასვლა
  3. ძებნაზე გადასვლა
  4. დახმარების მენიუზე გადასვლა
  5. მოდულების მენიუზე გადასვლა
  6. კლავიატურის სწრაფი ძიების კლავიშებზე გადასვლა

დახმარების მენიუ :

  1. Sanofi მსოფლიოში |
     
  2. ჯგუფი საიტებზე |
     
  3. კონტაქტი |
  4. საიტის რუკა |
  5. დახმარება
  1. ფონტის ზომა

    შემცირება შრიფტის ზომა გაზრდა შრიფტის ზომა  
 
 

ისტორია

კონტაქტი

სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში

მეტეხის ქ. 22
0103, თბილისი, საქართველო
ტელ:
  +995 32 227 36 91
  +995 32 227 36 92
  +995 32 227 36 93
მობ:
+995 595 331336
(ცხელი ხაზი 24სთ/7დღე)

შინაარსი :

ისტორია

სანოფი ინოვაციათა 100-წლიანი მდიდარი ისტორია გააჩნია.

 

სანოფი-ავენტისი დაფუძნდა 2004 წელს, როდესაც სანოფი-სინთელაბომ (1999 წელს სანოფისა და სინთელაბოს შერწყმის შედეგად შექმნილი კომპანია) შეისყიდა ავენტისი (“Hoechst”-სა და “Rhône-Poulenc”-ის შერწყმის შედეგად 1999 წელს ჩამოყალიბებული კომპანია).

სანოფი შეიქმნა 1973 წელს ფრანგული ნავთობ-კომპანიის „Elf Aquataine“-ის მიერ, როდესაც მან ფარმაცევტული ჯგუფი „Labaz“ შეისყიდა. სანოფი გაფართოვდა საერთაშორისო შესყიდვებისა და შიდა წარმოების განვითარების კომბინირებით, რაც გამოიხატა მისი პირველი მთავარი პროდუქტის - ტიკლიდის წარმოებაში ჩაშვებით. სანოფი შევიდა ამერიკულ ბაზარზე 1994 წელს „Sterling Winthrop“-ის შესყიდვის შემდეგ. ინოვაცია კვლავ ცენტრალურ ადგილზე დარჩა და 1986 წელს იგი დაჯილდოვდა პრესტიჟული პრიზით - „გალიენის ჯილდოთი“ ანტი-კოაგულური საშუალების - ჰეპარინის შექმნისა და 1987 წელს - ანტი-თრომბული პრეპარატის ტიკლიდის წარმოებასთან დაკავშირებით.

სინთელაბო ჩამოყალიბდა 1970 წელს, ორი ფრანგული ფარმაცევტული ლაბორატორიის - „Laboratoires Dausse“ (შეიქმნა 1934 წელს) და „Laboratoires Robert & Carrière“ (შეიქმნა 1899 წელს) შერწყმის შედეგად.

ავენტისი შეიქმნა 1999 წელს, ფრანგული კომპანიის „Rhône Poulenc“-სა და „Hoechst Marion Roussel“-ის შერწყმის შედეგად. „Hoechst“-ის ისტორია ასახავს ქიმიკატების ინდუსტრიის გაფართოებას. 1974 წელს „Hoechst“-მა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა მისი საქმიანობა პრეპარატების წარმოებასთან დაკავშირებით  „Roussel-Uclaf“-ის შესყიდვით, რასაც მოჰყვა მისი შერწყმა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან „Marion Merrel“-თან 1995 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავენტისი წარმოდგენილია გლობალური მასშტაბით და გააჩნია მძლავრი საფუძველი ინოვაციური ცხოვრების სამეცნიერო ტექნოლოგიებში. კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოახდინა ინვესტირება გენომური საშუალებების, იმუნოლოგიური და გენური თერაპიის „ახალი ტალღის“ ტექნოლოგიების განვითარებაში.

„Rhône Poulenc“ ჩამოყალიბდა 1928 წელს, ქიმიკატებთან, ტექსტილთან და ფარმაცევტულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების მიზნით. 1990-იან წლებში, კომპანიამ შეისყიდა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Rorer“ (ორ ეტაპად - 1990 და 1997 წლებში), ვაქცინების ლაბორატორია - „Pasteur Mérieux Connaught“ (1997 წელს) და ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „Fisons“ (1995 წელს) ფარმაცევტული პრეპარატების სფეროში მნიშნელოვან გლობალურ მოთამაშედ გახდომის მიზნით.
2004 წლიდან, სანოფი-ავენტისმა განიცადა წინსვლა მრავალფეროვანი, გლობალური სამედიცინო კომპანიის სახით, რომელიც პაციენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით იყენებს სიხლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეისთვის, სანოფი-ავენტისის ძირითად ძალას წარმოადგენს არსებობა მსოფლიოს მასშტაბით, “Sanofi Pasteur”-თან ერთად ბაზრის ლიდერობა ვაქცინების კუთხით, ძირითადი ბიოპროდუქტები წარმოება და მძლავრი და ხანგრძლივი არსებობა განვითარებად ბაზრებზე. კომპანიის საქმიანობა ასევე მოიცავს სამომხმარებლო ჯანდაცვის პროდუქტებს, გენერიულ და ცხოველთა სამკურნალო საშუალებებს. სანოფი-ავენტისის მთლიანი გაყიდვები 2009 წელს შეადგენდა 29 306 მილიონ ევროს:

  • 25 823 მილიონი ევრო ფარმაცევტულ საშუალებებში, რაც ნიშნავს ზრდას 3,7%-ით  (წმინდა გაყიდვები);
  • 3 483 მილიონი ევრო ადამიანთა ვაქცინებში, რაც ნიშნავს ზრდას 19,2%-ით  (წმინდა გაყიდვები).

2009 წლის კორექტირებული წმინდა შემოსავალი შეადგენდა 8 471 მილიონ ევროს.
სანოფი-ავენტისი ფლობს მეორე უმსხვილეს საბაზრო კაპიტალიზაციას „Euronext Paris“-ზე:

  • 56 მილიარდი ევრო (2009 წლის 2 აპრილის მდგომარეობით).

2009 წელს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხარჯები 4 583 მილიონ ევროს შეადგენდა.

განახლებული: 01 სექტემბერი 2012