სწრაფი ნავიგაციის მენიუ :

  1. შინაარსზე გადასვლა
  2. ძირითად მენიუზე გადასვლა
  3. ძებნაზე გადასვლა
  4. დახმარების მენიუზე გადასვლა
  5. მოდულების მენიუზე გადასვლა
  6. კლავიატურის სწრაფი ძიების კლავიშებზე გადასვლა

დახმარების მენიუ :

  1. Sanofi მსოფლიოში |
     
  2. ჯგუფი საიტებზე |
     
  3. კონტაქტი |
  4. საიტის რუკა |
  5. დახმარება
  1. ფონტის ზომა

    შემცირება შრიფტის ზომა გაზრდა შრიფტის ზომა  
 
 

იურიდიული ცნობა

კონტაქტი

სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში

მეტეხის ქ. 22
0103, თბილისი, საქართველო
ტელ:
  +995 32 227 36 91
  +995 32 227 36 92
  +995 32 227 36 93
მობ:
+995 595 331336
(ცხელი ხაზი 24სთ/7დღე)

შინაარსი :

იურიდიული ცნობა

პირდაპირი ლინკების სექცია :

1. ინტელექტუალური საკუთრება

აღნიშნული საიტი წარმოადგენს სანოფი ჯგუფის საქართველოს წარმომადგენლობის (შემდგომში `სანოფიი~) საკუთრებას, რომელიც წარმოადგენს სანოფიის ჯგუფის ნაწილს. პრეზენტაციები და ნებისმიერი სხვა მასალა, სავაჭრო ნიშნების, ლოგოების და დომენის სახელწოდებების ჩათვლით, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sanofi.ge (შემდგომში - ~საიტი~), დაცულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ყველა მოქმედი კანონით და წარმოადგენს სანოფიისა თუ მისი შვილობილი კომპანიების საკუთრებას ან გამოიყენება მასზე მინიჭებული ნებართვის საფუძველზე.
დაუშვებელია აღნიშნული საიტიდან მასალის კოპირება, რეპროდუცირება, შეცვლა, ხელახლა გამოქვეყნება, ატვირთვა, ბოროტად გამოყენება, გადაგზავნა ან ნებისმიერი სახით, სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება სანოფიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა პრესის მიერ მისი გამოყენების შემთხვევებისა იმ პირობით, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება და სხვა საკუთრების უფლებები დაცული იქნება. მხოლოდ ნებადართული ასლები გამოიყენება პირადი, არაკომერციული, შიდა გამოყენებისათვის.
შემდეგი შენიშვნა მითიტებული უნდა იყოს საიტის სრული ან ნაწილობრივი შინაარსის ყველა ასლზე: “COPYRIGHT – 2012 - 2017წ – სანოფი ჯგუფის საქართველოს წარმომადგენლობა - ყველა უფლება დაცულია~.
საიტის შესაქმნელი ან შემადგენელი ვიზუალური მასალის ოფიციალური გამოყენების რაიმე სახით არასათანადოდ გამოყენება ან შეცვლა დაუშვებელია.
სანოფიი ან მისი შვილობილი კომპანიები უფლებას იტოვებენ აწარმოონ სამართლებრივი მოქმედებები ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც დაარღვევს მის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას

2. ინფორმაციის არსი

საიტზე განთავსებული ინფორმაცია, განსაკუთრებით ფინანსური (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც ინვესტიციების მოზიდვის საშუალება. ინფორმაცია არ უნდა ჩაითვალოს როგორც რაიმე სახის აგიტაცია ან საჯარო შეთავაზება, ასევე არ ჩაითვლება ინფორმაციად, თუ შეიცავს წინადადებას გამოწერის, შეძენის ან გარიგების დადების შესახებ სანოფიის ან მისი შვილობილი კომპანიების აქციებზე ან სანოფიი მიერ გაცემულ ფასიან ქაღალდებზე. სანოფი ჯგუფი გაფრთხილებთ, რომ საიტზე განთავსებული ფინანსური ინფორმაციის განახლება რეგულარულად მიმდინარეობს (ფინანსური ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში).
გარკვეულ შემთხვევებში საიტზე შეიძლება განთავსებულ იქნას ექსპერტთა მოსაზრებები საიტზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ან ამონარიდები საგაზეთო სტატიებიდან. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი ექსპერტის ან გაზეთის მოსაზრებას და არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს სანოფიის ჯგუფის მოსაზრებებს. აღნიშნული ექსპერტები არ წარმოადგენენ სანოფ-ავენტისის ჯგუფის მუშაკებს და არ ღებულობენ ანაზღაურებას სანოფიისგან მათი მოსაზრებების გამოყენებასთან დაკავშირებით. სანოფიი არ აგებს პასუხს აღნიშნულ მასალებში მოყვანილი ინფორმაციისა თუ მოსაზრებების სიზუსტესა თუ სისრულეზე. ექსპერტის რჩევა ასახავს მხოლოდ მის პირად შეხედულებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს სანოფიის მოსაზრებად ან პასუხისმგებლობად.
გარდა ამისა, საიტზე შეიძლება მითითებულ იქნას ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სათანადო ფიზიკური მდგომარეობის, მედიცინის საკითხებისა და ადამიანის ცალკეული დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შესახებ. ამგვარი ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ ინფორმაციულ მიზნებს და არ განიხილება, როგორც თქვენი პირადი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. აქ მითითებული ინფორმაცია არ გამოიყენება დაავადებების ან ფიზიკური პრობლემების დიაგნოსტიკისათვის ან საიტზე წარმოდგენილი რომელიმე პრეპარატის დანიშვნის ან გამოყენების მიზნით. ყოველთვის მიმართეთ თქვენ პირად ექიმს ან ფარმაცევტს.

3. ბმულები სხვა საიტებზე

არც სანოფია და არც მის რომელიმე დამფუძნებელ კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე მხარის საიტთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ შესაძლოა მიიღოთ დაშვება აღნიშნული ვებ-გვერდიდან. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა გავაკონტროლოთ აღნიშნული მესამე მხარეების საიტების შინაარსი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია სანოფიისგან. ამასთანავე, ამ საიტიდან მესამე მხარის საიტზე ბმულის არსებობა არ გულისხმობს, რომ სანოფიი რაიმე სახით ეთანხმება ამ საიტის შინაარს ან, უფრო მეტიც, იყენებს აღნიშნული შინაარსის ინფორმაციას.
გარდა ამისა, თქვენ ვალდებულებას იღებთ მიმართოთ ყველა აუცილებელ სიფრთხილის ზომას, რათა თავიდან აირიდოთ ვებ-გვერდის დაზიანება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დაცვით ~ვირუსებისგან~, ~ტროიანისგან~ ან სხვა “პარაზიტებისგან”.
გარე საიტებზე შეიძლება განთავსებული იყოს ჰიპერბმულები, რომელიც გზავნის ვებ-გვერდზე. ნებისმიერი ამგვარი ჰიპერბმულის განთავსება დაუშვებელია სანოფიის სპეციალური წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში სანოფის არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული სახის გარე საიტებზე დაუშვებლობაზე, და სანოფიი არ განიხილავს, არ აკონტროლებს, არ ადასტურებს და არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საიტების შეინაარსზე, მასზე განთავსებულ რეკლამაზე, პროდუქციაზე ან ნებისმიერ სხვა მასალაზე.

4. ნომინატიური ინფორმაცია და სხვა სახის ინფორმაცია

4.1 სანოფიი არ გაუმჟღავნებს ნებისმიერ მესამე პირს ინფორმაციას თქვენს შესახებ, რომელიც თქვენ შესაძლოა აცნობეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მოცემული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ თქვენს მოთხოვნაზე ყველაზე ეფექტური გზით გაგცეთ პასუხი.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ დაშვება, შეცვალოთ, შეასწოროთ ან გამოითხოვოთ ნებისმიერი პირადი მონაცემი თქვენს შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამისათვის მხოლოდ გააგზავნეთ მოთხოვნა ფოსტით:
საფოსტო მისამართზე
სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველო, თბილისი 0103
მეტეხის ქ. #22

4.2 საიტი არ არის შექმნილი თქვენგან რაიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაციის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პერსონალური ინფორმაციის გამონაკლისების გათვალისწინებით, ინფორმაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი: დოკუმენტი, მონაცემი, გრაფიკული გამოსახულება, შეკითხვები, წინადადებები, კონცეფციები, შენიშვნები ან სხვა ფორმა – რასაც მიიღებთ საიტიდან, არ შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურ ინფორმაციად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის ასეთი ინფორმაციის გადაცემის მარტივი ფაქტი უფლებას გვაძლევს თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით გამოვიყენოთ, გავამრავლოთ, გავავრცელოთ ან შევცვალოთ აღნიშნული მონაცემი.

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სანოფიი მიმართავს ყველა ზომას საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტისა და განახლების უზრუნველსაყოფად, რომლის შინაარსზეც კომპანიას უფლება აქვს შეცვალოს ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მიუხედავად ამისა, სანოფის არ შეუძლია სრული გარანტია გასცეს საიტზე მითითებული ინფორმაციის სარწმუნოებაზე, სიზუსტეზე, აქტუალურობაზე და სისრულეზე. აღნიშნულის შედეგად და პირდაპირი ზარალის შედეგების გამოკლებით, რომელიც წარმოიშვა სანოფიის განზრახ ბრალეული მოქმედებებით ან უპასუხისმგებლობით, ამ უკანასკნელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა შემდეგზე:

  • რაიმე უზუსტობა ან გამოტოვება საიტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • რაიმე ზარალი, რომელიც წარმოიშვა მესამე მხარის უკანონო ჩარევის შედეგად, რამაც გამოიწვია საიტზე განთავსებული ინფორმაციის ან მასალის შეცვლა;
  • ზოგადად, რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზარალი, მიუხედავად მისი მიზეზისა, წარმოშობისა თუ შედეგებისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანოფიი ინფორმირებული იყო ისეთი ზარალის წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მიყენებულია (i) საიტზე დაშვების ან დაშვების შეუძლებლობის შედეგად, (ii) საიტის გამოყენების შედეგად, ნებისმიერი დაზიანების ან ვირუსის ჩათვლით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კომპიუტერულ სისტემას ან სხვა პროდუქტებს, და/ან (iii) საიტის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ ნდობის შედეგად.

საიტსა და სხვა საიტებზე განთავსებული ინფორმაცია, წარმოდგენილია ~როგორც არის~, ნებისმიერი სახის როგორც პირდაპირ გამოხატული, ასევე ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე. სანოფიი არ გთავაზობთ რაიმე პირდაპირ გამოხატულ ან ნაგულისხმევ გარანტიას, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიეკუთვნება მის გამოყენებას პროდუქციის მიმართ და სპეციალური მიზნების შესაბამისად.

6. ვებ-გვერდზე დაშვება

თქვენ აღიარებთ, რომ (i) ტექნიკურად შეუძლებელია, საიტი არ შეიცავდეს რაიმე დეფექტს, ასევე აღიარებთ, რომ სანოფის არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით, (ii) დეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს საიტის მუშაობის დროებით შეჩერება, და რომ (iii) საიტის ფუნქციონირებაზე შესაძლოა არასასურველი მოქმედება მოახდინოს ვალდებულებების პირობებმა და შესრულებამ, რომლებიც არ ექვემდებარება სანოფიის კონტროლს, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემთა გადაცემა ან სატელეკომუნიკაციო კავშირი სანოფისა და თქვენს შორის, ასევე სანოფისა და სხვა სისტემებსა და ქსელებს შორის.
სანოფის და/ან მის მიმწოდებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მუდმივად ან დროებით შეცვალონ ან შეაჩერონ მთლიანად საიტის ან მისი ნაწილის მუშაობა სარემონტო სამუშაოების განხორციელების და/ან მისი სრულყოფის და/ან შეცვლის მიზნით. სანოფის არ ეკისრება პასუხისმგებლობა საიტთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე ცვლილებაზე ან მუშაობის შეჩერებასა თუ შეფერხებაზე.

7. ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიცავდეს მითითებებს სანოფიის ჯგუფის პროდუქციასთან, პროგრამებსა თუ სერვისებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის წარმოდგენილი ან ხელმისაწვდომი გარკვეულ ქვეყნებსა თუ რეგიონებში, ან რომლებიც შემოთავაზებულნი არიან განსხვავებული სავაჭრო ნიშნით და ექვემდებარება განსხვავებულ მარგულირებელ დებულებებსა და გამოყენების პირობებს ქვეყნის მიხედვით. აღნიშნული მითითებები არ გულისხმობს სანოფიის ჯგუფის სურვილს გაყიდოს აღნიშნული პროდუქტები, პროგრამები თუ სერვისები თქვენს ქვეყანაში. გთხოვთ მიმართოთ სანოფიის ჯგუფის ადგილობრივ წარმომადგენლობას იმ პროდუქტებთან, პროგრამებსა თუ სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია თქვენს რეგიონში / ქვეყანაში.

8. სამართლებრივი საფუძველი

საიტსა და მისი შინაარსს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. ნებისმიერი შესაძლო სასამართლო პროცესი საიტსა და მის შინაარსთან დაკავშირებით ექვემდებარება განხილვას საქართველოს სასამართლო ორგანოებში.

9. იურიდიული ცნობა

9.1 საიტის რედაქტორი

  • სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში
    საქართველო, თბილისი 0103
    მეტეხის ქ. #22

9.2 გამომცემლობა დირექტორი

  • Marina GIORGOBIANI
    გენერალური მენეჯერი

9.3 საიტის ჰოსტინგი

  • BT France SAS
    Immeuble Jean Monnet - 11, place des Vosges - 92061 Paris La Défense Cedex - France

10. ფოტო კრედიტი

  • Eric Larrayadieu / Interlinks Image

განახლებული: 02 იანვარი 2017

მოდულების მენიუ :

კორპორატიული ინფორმაცია

კორპორატიული ინფორმაცია