სწრაფი ნავიგაციის მენიუ :

  1. შინაარსზე გადასვლა
  2. ძირითად მენიუზე გადასვლა
  3. ძებნაზე გადასვლა
  4. დახმარების მენიუზე გადასვლა
  5. მოდულების მენიუზე გადასვლა
  6. კლავიატურის სწრაფი ძიების კლავიშებზე გადასვლა

დახმარების მენიუ :

  1. Sanofi მსოფლიოში |
     
  2. ჯგუფი საიტებზე |
     
  3. კონტაქტი |
  4. საიტის რუკა |
  5. დახმარება
  1. ფონტის ზომა

    შემცირება შრიფტის ზომა გაზრდა შრიფტის ზომა  
 
 

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

კონტაქტი

სანოფი ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოში

მეტეხის ქ. 22
0103, თბილისი, საქართველო
ტელ:
  +995 32 227 36 91
  +995 32 227 36 92
  +995 32 227 36 93
მობ:
+995 595 331336
(ცხელი ხაზი 24სთ/7დღე)

შინაარსი :

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

ჩვენს მიერ დასახული სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგია ორიენტირებულია ძირითად ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, რაც საშუალებას აძლევს სანოფს მოახდინოს რეაგირება პაციენტთა უპასუხოდ დატოვებულ სამედიცინო მოთხოვნებზე.

 

სანოფი ასევე იძიებს კვლევის ისეთ ახალ გზებს, როგორიცაა ბიოტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები ან ბიომარკერები, სხვა სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზით. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ახალი პროდუქტების დანერგვა ჩვენს ძირითად თერაპიულ არეალებში, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თრომბოზი, დიაბეტი, ონკოლოგია, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, შიდა ორგანოების მედიცინა და ვაქცინაცია. ეს საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ ისეთი პროექტები, რომლებიც მიგვიყვანს ახალი პრეპარატების აღმოჩენამდე.

პაციენტთა მკურნალობის მიმართ გლობალური მიდგომით, სანოფი ზრდის თავისი პროდუქტების არეალს, რათა უზრუნველყოს როგორც პროფილაქტიკური მკურნალობა, ასევე მკურნალობა დაავადების ყველა ეტაპზე. კომპანია ზრუნავს პაციენტთა მკურნალობის ხარისხზე და მონიტორინგზე. მისი მიზანია აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პაციენტთა კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარება.

2009 წელს ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი პორტფოლიოს სრული მიმოხილვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ სანოფის სამეცნიერო-კვლევითი პორტფოლიო 2010 წლის თებერვლის მდგომარეობით მოიცავდა 49 პროექტს კლინიკური შემთხვევების მხრივ, რომლის 60% შედგებოდა ბიოლოგიური პროდუქტებისა და ვაქცინებისგან, ხოლო 55% - გარე კვლევებით მიღებული ქიმიური ნაერთებისგან.

განახლებული: 01 სექტემბერი 2012

მოდულების მენიუ :